10 სექტემბერს საქართველოს ხელოვნების სასახლეში,  ჯორჯ ბალანჩინის სახელობის დარბაზში კრებულის - “სამეგრელო - ქართული კულტურის ისტორიის ქრონიკები” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას  ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და კრებულის მნიავნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვინმა.

კრებულში თავმოყრილია 600-ზე მეტი უნიკალური საარქივო ფოტო და  კომპეტენტური ავტორების საფუძვლიანი კვლევები.

 წიგნი დაიბეჭდა და კვლევა განხორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართველები ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, სასულიერო პირები და სტუდენტები.

გალერეა

სხვა სიახლეები