უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

11 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:

 

ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის შესახებ; „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ლოგოს შესახებ.

პრეზიდიუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.     








































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions