სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ფულადი შემწეობის გაზრდას; ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას, მათი მუშაობის გაუმჯობესებას; კოქსართროზის დიაგნოზით პაციენტთა პროტეზირების პროგრამის შეჩერებას; ჰოსპიტალური და ამბულატორიული ხარჯების ზრდას; ჯანდაცვის უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას; აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული კოვიდ-19 პუნქტებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების ზრდას; ჯანდაცვის უწყების საკადრო პოლიტიკას, სამომავლო გეგმებს და სხვა.
დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რუდიკ ცატავა, თემურ მჟავია.
სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა. ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.