უმაღლეს საბჭოსთან არსებული ა(ა)იპ - „სოციალური სოლიდარობისთვის“ დამფუძნებელთა კრება ჩატარდა

5 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ - „სოციალური სოლიდარობისთვის“ დამფუძნებელთა კრება ჩატარდა.

 

სხდომას ესწრებოდნენ დამფუძნებლები სრული შემადგენლობით: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ თავმჯდომარე რაისა ქარაია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი ნინო კუკავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია დარსანია, აპარატის დევნილებთან, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ზურაბ ქეცბაია, აპარატის მთავარი სპეციალისტი თინა კვარაცხელია, აპარატის თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულებით გელა პაპასკუა.

დამფუძნებელთა კრებაზე განიხილებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:

1. ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ წესდებაში ცვლილებების შეტანა დირექტორის უფლებამოსილების ორი წლიდან ხუთ წლამდე ვადით გახანგრძლივების შესახებ;

2. ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ დირექტორის არჩევა: დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ დირექტორად ხელახლა არჩეულ იქნა უფლებამოსილი დირექტორი ნანა კვარაცხელია.

დადგენილი წესის შესაბამისად, ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ გაწეული საქმიანობის დეტალური ანგარიშის წარდგენა გაიმართება 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიის გახსნის შემდგომ.






































































































































































 







Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions