ჯემალ გამახარია: აფხაზეთი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ექცევა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების რეალიზაციით, აფხაზეთი ფაქტობრივად  რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ექცევა.

 

მისივე განმარტებით, რუსეთი ”შემოვლითი” გზებით აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას.

 

,,რუსეთმა 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზებს ხელი მოაწერინა პროგრამაზე, რომელსაც ეწოდება ,,კანონმედებლობის ჰარმონიზაციის გზით, საერთო სოციალურ- ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება” და   45 პუნქტისგან შედგება. ამ 45 პუნქტიდან 2021 წლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო 15, მიმდინარე წელს კიდევ 8 პუნქტი, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული რომელი პუნქტი როდის უნდა შესრულდეს. დღემდე, 23-24 პუნქტი უნდა იყოს შესრულებული, თუმცა არც ერთი არ არის შესრულებული, რადგან აფხაზური საზოგადოება ამის წინააღმდეგია. ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ ე.წ. პროგრამის რეალიზაციით, აფხაზეთი ფაქტობრივად ექცევა რუსეთის სამართლებრივ სივრცეში. ეს არის აფხაზეთი ანექსიის სამართლებრივი ბაზის შემზადება. ვინაიდან საზოგადოება არის წინააღმდეგი, რუსეთი არ ჩერდება და შემოვლითი გზებით აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ   „მედიაცენტრ მთავარში“.

 

http://mcm.ge


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში" - 24.08.2022

https://youtu.be/J34RZNv3ojE

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions