თამაზ ხუბუა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

13 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამაზ ხუბუასთან შედგა მუშა შეხვედრა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხელმძღვანელთან ბატონ ჯონი შამათავასა და ორგანიზაციის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელთან ქალბატონ მანანა ზაქარაიასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილები ზ.ჩქოტუა და გ.ჩქოტუა.

შეხვედრაზე მოხდა პოზიციების ურთიერთგაზიარება დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცვის აქტუალურ საკითხებზე. მიღებული იქნა შეთანხმება აღნიშნულ საკითხებზე შედგეს გაფართოებული შეხვედრა უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენელთა ჩართულობით.






































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions