ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ოკუპაციას, მცოცავ ანექსიას, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ოკუპაციის გამო.

სესიაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, მან მადლობა გადაუხადა მონიტორინგის კომიტეტს გაწეული სამუშაოსთვის. სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალზედ სასარგებლოა, რომ რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა პოლიტიკური პარტიის კონსტრუქციული და ფართო ჩართულობის მნიშვნელობა და მოწოდება, რომ გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, ყველა მათგანის მონაწილეობით. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ თალკვაძემ.


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions