აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

7 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სხდომა ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა კოლეგებს, მოწვეულ სტუმრებს -  აფხაზეთის ომის ვეტერანებს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2022 წელს  გაწეული და 2023 წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარდგა.


დღესვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს  წევრებმა საბურთალოს ამაღლების სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს გამოკლებული კოლეგების – მიხეილ ჯინჭარაძის, თამაზ ნადარეიშვილის, გერმანე ფაცაციას, გენო კალანდიას, კიმ ჯაჭვლიანის, ოთარ ზუხბაიას, დავით გვაძაბიას, აკაკი გასვიანის, თემურ ლორთქიფანიძის, რენალდ დგებუაძის, გივი ლომინაძის, მალხაზ ბარამიძის, არნოლდ ფენდერავას, ალექსანდრე ჯიქიას, თემურ გოგოხიას, შოთა ხეცურიანის  ხსოვნას;


იხილეთ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნა - თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას მოხსენება

https://youtu.be/X1s43TGRbr0




















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions