ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგინებას დაესწრო

8 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომას დაესწრო.

სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

თავის გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, შეეხო ა/წ თებერვალში ევროკომისიის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებისა და პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს.

სხდომას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიების, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





















































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions