„უძრავი ქონების გასხვისების შემოვლითი გზა“ – რა ე.წ. კანონპროექტია მომზადებული ოკუპირებულ აფხაზეთში: ჯემალ გამახარია

 

ოკუპირებულ აფხაზეთში .. კანონპროექტია მომზადებული, რომლის მეშვეობითაც, ისინი ნებას დართავენ, რუსებმა აპარტამენტები აიშენონ, რაც მათი საკუთრება იქნება“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიას თქმით, ამ საკითხზე ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი დისკუსია მიმდინარეობს.


ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა .. აპარტამენტების თემაა. .. კანონპროექტია მომზადებული, რომ ვითომ აფხაზები უძრავ ქონებას, მიწას არ ყიდიან, მათ შორის, რუსებზე, მაგრამ ისინი ნებას დართავენ, რომ რუსებმა რაღაც აპარტამენტები აიშენონ, რომელიც მათი საკუთრება იქნება, მაგრამ მიწა საკუთრება არ იქნება, თითქოს, აპარტამენტი მიწის გარეშე არსებობდეს. ამ საკითხთან დაკავშირებითაც აფხაზეთში დიდი დისკუსია მიმდინარეობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაა ერთგვარი გამოსავალი, რომ უძრავი ქონების გასხვისებას თავი დააღწიონ. მეორე ნაწილი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს უძრავი ქონების გასხვისების შემოვლითი გზაა, ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე პირდაპირ მიყიდვა, რადგან შავი ზღვისპირეთი მოკლე დროში რუსების მიერ იქნება ათვისებული. აპარტამენტებს თავად აფხაზები ვერ ააშენებენ, შეიძლება, ორმა, სამმა, ათმა კაცმა ააშენოს, მაგრამ 100, 200, 500 აპარტამენტი შავი ზღვის გაყოლებაზე, აფხაზეთის მონაკვეთზე, რუსული აპარტამენტებით იქნება მოფენილი და ეს რუსეთის საკუთრება იქნება. სად იქნება აფხაზების ადგილი, არავინ იცის, ერთადერთი, შესაძლოა, იქ მომსახურე პერსონალად აიყვანონ. ვიცით, რომ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია, რომელიც აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობის მიღების საშუალებას რუსებსაც აძლევს, გარკვეული წლების შემდეგ როგორ შეიცვლება დემოგრაფიული სიტუაცია და რა მოხდება აფხაზეთში, ამას შამბას არავინ შეეკითხება, არავინ განხილავს მასთან აფხაზეთი მიუერთდეს თუ არა რუსეთს. ამიტომ, ეს სერიოზული პრობლემაა. ბინების გაყიდვის პრობლემა ძალიან აქტუალური თემაა, რომელიც აფხაზეთში განიხილება. ეს ბინები საიდანაა? ეს ჩვენი დატოვებული სახლებია. რუსებს სურთ, ეს სახლები შეისყიდონ და საკუთრებაში ჰქონდეთ. ეს საკითხი სამართლებრივი თვალსაზრისით დღემდე გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ეს ე.წ. აპარტამენტების თემა იმიტომაა შემოგდებული, რომ ეს სახლებიც, შავი ზღვისპირეთი, საუკეთესო მიწები, აფხაზეთის საუკეთესო ადგილები ხელში ჩაიგდონ“, – განაცხადა გამახარიამ.

http://kvira.ge/815391

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში - 22.02.2023

https://youtu.be/bTp3IQfVbvY

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions