დავით გვაძაბიას გახსენება

ღვთის მიერ შენთვის გაღებული ცხოვრება მშვილდივით შემართულმა სიკეთის სამსახურში განვლე. რამდენ ადამიანს დაუბრუნე რწმენა აფხაზეთში უპირობო და ღირსეული დაბრუნებისა; რამდენი შენი თანამემამულის მიმართ გამოგიხატავს თანადგომა იმ წესითა და ფორმით, რასაც ილიასეული კაცური შემართებით და შენთვის დამახასიათებელი ლაზათით აკეთებდი.

რაოდენ სამწუხაროა, რომ ვერ ვუყურებთ შენს საგანგებოდ მოზომილ და სიყვარულით ნასაზრდოებ განუმეორებელ ღიმილს. სიყვარული ვახსენეთ და მასაც ხომ განსაკუთრებულად უერთგულე შენს რჩეულთან, ქალბატონ ანჟელასთან ერთად, თითქოს ხელიხელჩაკიდებულები გაუდექით მარადისობის შარა-გზას.


ბატონო დავით!

საოცრად განვიცდით შენს წუთისოფლიდან წასვლას და მარადიულ სამყოფელში ჩვენთვის მოულოდნელად გადასვლას, რასაც თან ახლავს უკმარისობის ენით აუწერელი განცდა, განცდა იმისა, რომ შენს გარეშე მოგვიწევს შევხვდეთ აფხაზეთში დაბრუნების სანუკვარ დღეს, რომლის დადგომაში ეჭვი არასოდეს შეგპარვია.

24 თებერვალს, შენი ამქვეყნიური მოვლინების დღეს, ერთდროულად გულისტკივილისა და ღირსეული მოლოდინის განცდით ვუერთდებით ყველას, ვისაც დღევანდელი დღის გათენებამ შენი ლამაზი პიროვნების სახება, შენს მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების გზა გაუცოცხლა.



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions