8 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის მეთაურს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას 88 წელი შეუსრულდებოდა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატმა თემურ მჟავიამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.