თამაზ ხუბუა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გიორგი ძიძარიას 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, ისტორიკოსისა და მეცნიერის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ძიძარიას 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ერონული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან ხაზგამით აღნიშნა  გიორგი ძიძარიას  შეტანილი მნიშნელოვანი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობის, ქართული მეცნიერებისა და აფხაზთმცოდნეობის განვითარების საქმეში.

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ერთობლივად ჩაეტარებინა ღონისძიება და პატივი მიეგო გამოჩენილი აფხაზი საზოგადო და სამეცნიერო მოღვაწის გიორგი ძიძარიას ხსოვნისათვის. ამ ადამიანის როლი  ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის ჯანსაღი წინაპირობების შექმნაში ძალიან დიდია. აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების პროცესი  ცხადად მიუთითებს  რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ადამიანებისა და მეცნიერების ჩართულობას ამ პროცესში. სოხუმში  მიმდინარე მოვლენების ფონზე გიორგი ძიძარიას სახელის წარმოჩენა და მისი ხსოვნისათვის პატივის მიგება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი  არ გვავიწყდება და არც არასდროს  დაგვავიწყდება მისი  მნიშვნელობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ - განაცხადა თამაზ ხუბუამ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე,  ისტორიკოსი და მეცნიერი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ოთარ ჟორდანია,  ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქციის „მრგვალის მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატი მურმან კვარაცხელია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური საზოგადოების წევრები, გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.



















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions