აზერბაიჯანის დედაქალაქში „გლობალური განათლების სამიტი - 2024“ ჩატარდა

12-13 მიასს, მე-5 “გლობალური განათლების სამიტი - 2024, ბაქო“ ჩატარდა. ღონისძიება ბაქოში, საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა. სამიტზე განიხილეს დისტანციური განათლების პერსპექტივები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, ინდოეთიდან, ფილიპინებიდან.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დისტანციური განათლების გაძლიერებაზე და სწავლების მეთოდოლოგიის გამდიდრებაზე. მიმდინარეობდა საუბარი ციფრული განათლების პერსპექტივებზე. მოხდა დაგროვილი გამოცდილების და შეხედულებების გაცვლა, განათლების სფეროში დამაბრკოლებელი ფაქტორების წარმოჩენა.

სამიტზე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია („მიკროსწავლება და შერეული სწავლება. სწავლების მოქნილი შესაძლებლობები ციფრულ ეპოქაში“). მან ვრცლად ისაუბრა მიკროსწავლებისა და შერეული სწავლების შესაძლებლობების შესახებ, წარმოადგინა სწავლების მეთოდოლოგია ოკუპირებული აფხაზეთის მაგალითზე. მოხსენების ფარგლებში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც უკავშირდება მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. შეეხო სხვადასხვა პროექტს, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ აფხაზეთში მოსწავლეების მოსამზადებლად შემდგომი უმაღლესი განათლებისთვის. აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ხსენებული პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლიდან, პანდემიამდე 6 წლით ადრე. კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების დანერგვაზე საკანონმდებლო დონეზე, ონლაინ სწავლების მნიშვნელობაზე და სხვა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საპატიო ჯილდოები.
















































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions