საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

16 მაისს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, ამავე სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა, ჯანდაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი თამაზ თოდუა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2024 წლების განვლილ პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.“

აღნიშნულ საკითხზე კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა.

ქალბატონმა ლელა დუნდუამ ისაუბრა ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებებზე, ქვეყნის ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე მათი განახორციელების თავისებურებებზე. მან აღნიშნა, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის შემცირება, ასევე ამბულატორიული მომსახურეობის გაფართოება გამოიწვია, რაც გრძელვადიან პერქსპექტივაში დადებითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. 2023 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს 2 პროგრამა წარმოდგენილი იყო 20 ქვეპროგრამით, რომელთაგანაც 17 ქვეპროგრამა იყო ამბულატორიული ნაწილი, ხოლო 3 პროგრამა სტაციონარული მომსახურების ნაწილი. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, ამ ქვეპროგრამებმა მოიცვა ამბულატორიული მომსახურების ყველა ის სფერო, რომელსაც ბენეფიციარები აწყდებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლთან მიმართვის შემთხვევაში. ეს არის მაღალტექნოლოგიური კვლევები, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სისხლის მიმოქცევის დაავადებათა სკრინინგი, თვალის მხედველობის დაავადებათა სკრინინგი, ონკოპაციენტების დამატებითი მომსახურება და ა.შ. განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ხდებოდა პროგრამების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების გზით, გასული წლიდან პილოტურ რეჟიმში პირველად დაიწყო თანადაფინანსების გზით დაფინანსება, რაც პაციენტს აძლევს საშუალებას თვითონ აირჩიოს კლინიკა, სადაც კვლევას ჩაიტარებს. ამ მეთოდმა საკამოდ გაამართლა და მნიშვნელოვნად გაზარდა მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი თანადაფინანსებაზე იქნა გადაყვანილი. 2023 წელს ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დახმარება გაეწია 4600 ბენეფიციარს, სტაციოინარულ მომსახურეობის პროგრამების ფარგლებში - 932 ბენეფიციარს. სამინისტრო წავიდა პროგრამების გამსხვილების მიმართულებით, იმისათვის რომ მოსახლეობას მისცეს არჩევითობის საშუალება, რამაც შარშანდელ ამავე პერიოდთან შედარებით 2-ჯერ გაზარდა მომართვიანობა სხვადასხვა პროგრამებთან მიმართებაში, ხოლო რაც შეეხება 2024 წლის პირველი კვარტლის შესრულებას ის 96% შეადგენს.

სხდომაზე შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ზურაბ ჯგუბურიამ. მათი კითხვები და მოსაზრებები ეხებოდა ჯანდაცვის სფეროს ცალკეულ საკითხებს, აღიშნულ პროგრამებს, კერძოდ მათი შესრულების მაჩვენებლებს, პროგრამების დაფინანსების საკითხებს, არსებულ პრობლემებს, რაზეც მომხსენებელმა და მოწვეულმა სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

შემაჯამებელ სიტყვაში კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს საინტერესო ინფორმაციისა და განხილვისთვის. მან აღნიშნა, რომ ჩვენ გვინდა ერთობლივად გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, რასაც ემსახურება ასეთი საკომიტეტო მოსმენები და მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი საქმიანი განხილვები.


















































































































































































 

 


















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions