აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოუსმინეს

24 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაიას ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენთში წარსადგენი საქართველოს კანონების პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“; „ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.“

მეორე საკითხთან დაკავშირებით  ისაუბრა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მომავალში სერიოზულად წაადგება დევნილებს. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის თანახმად დევნილ ოჯახს  ქულები უნდა შეუნარჩუნდეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაშიც, რაც ასევე ხელს შუეწყობს რიგითობის შენარჩუნებას და მის დროულად დაკმაყოფილებას საცხოვრებლით. ეს საკითხი შეთანხმებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, იყო შეხვედრები მინისტრთან და სამინისტროს იურისტებთან.

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მოცემულ კანონში ცვლილების თაობაზე ის ესაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, რომელმაც მოიწონა  ეს ცვლილება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმედი  გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით დადებით შედეგს მივაღწევთ და ამ კანონპროექტს კანონად ვაქცევთ.

ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრქა მეორე საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება. მან აღნიშნა, რომ  არსებული კანონი ართულებს იქ მაცხოვრებელი ადამიანების მდგომარეობას გადაადგილების თვალსაზრისით და შესაბამისი ცვლილებები ხელს შუწყობს ამ პორბლემების მოგვარებას.

საკითხის განხილვისა და დისკუსიის შემდეგ  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი ორივე კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

პრეზიდიუმმა მოისმინა  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ ხუბუას ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა მოხდა ყველა კომიტეტთან და ფრაქციასთან შეთანხმებით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მოწვეული ჰყავდა რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი ორგანიზაციების და ქვემდებარე სტრუქტურის ხელმწძღვანელობის წარმომადგენლები, რომლებთანაც საუბარი გვქონდა როგორც 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხებზე, ასევე 3 თვის შესრულებასთან დაკავშირებით. თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მიმოხილვის გარშემო, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციებისაგან შემოვიდა დასკვნები, რომლის გათვალისწინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი მიმოხილვის  უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განხილვას და დოკუმენტის ცნობად მიღებას.

პრეზიდიუმის დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოუსმინეს.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აფხაზეთის დევნილ სამედიცინო დაწესებულებებში (პოლიკლინიკებში) ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მახასიათებლებს, მათ გავლენას ეკონომიკური მაჩვენებლის ეფექტიანობის ამაღლების  კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე  ჯანდაცვის მუშაკთა დაფინანსების საკითხს, საანგარიშო წლის განმავლობაში მივლინებებს და სხვა საკითხებს.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა რაისა ქარაიამ, ანზორ წოწონავამ.

სხდომის დასასრულს მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. აღნიშნა, რომ კარგად ჩანს მათი საქმისადმი  დამოკიდბულება, დადებითად შეაფასა პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების ზრდის დინამიკა და იმედი გამოთქვა, რომ ის მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, მოადგილეები ელისო გვასალია და გიორგი ჯინჭარაძე.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოუსმინეს
https://youtu.be/7SH72K7t3Ck























Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions