ჯემალ გამახარია გალა-კონცერტს “აფხაზეთისთვის” დაესწრო

30 ივნისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და კულტურის სამინიტროს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ,,ნართები“, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions