მოვუწოდებთ რუსეთს ოკუპირებული რეგიონებიდან შეიარაღებული ძალების უპირობო გაყვანისკენ - ეუთოს დეკლარაცია

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დეკლარაცია იმეორებს ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ მოწოდებას.

 

კერძოდ, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია.

"დეკლარაცია ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე და ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე.

გარდა ამისა, აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილება და წაშლა, რაც ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და "რუსიფიკაციის" პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

https://www.radioatinati.ge/

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions