აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძარის და ციხის კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს

სააქციო საზოგადოება ”ივერთმშენის“ მოწვევით, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ აღდგენით სამუშაოებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარზე და ციხის კომპლექსზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით 2024 წლის 13 ივლისს ექსკურსიით იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში.

 

მოინახულეს საფარის სამონასტრო კომპლექსი და რაბათი, თუმცა სამიზნე ობიექტად რჩებოდა აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ფართობით ყველაზე დიდი ქრისტიანული საკულტო ნაგებობა ყოფილა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ აღდგენამდე ტაძრის გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეული იყო. გიდის ფუნქცია იკისრა ჩვენმა მასპინძელმა, კომპანია „ივერთმშენის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ბატონმა ედიშერ ჯანჯულიამ.

ადგილზე ტაძრის მონახულებამ არა მხოლოდ აღტაცება გამოიწვია ჩვენში, არამედ ღირსების მუხტი გაგვიძლიერა და დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი და ციხე სრულად აღდგენის შემდეგ გახდება ერთერთი ყველაზე მონახულებადი ისტორიულ-კულტურული ძეგლი საქართველოში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და დევნილი საზოგადოების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ კომპანია „ ივერთმშენის„ ხელმძღვანელს ბატონ ედიშერ ჯანჯულიას და კომპანიის ყველა მუშაკს იმ საშვილიშვილო საქმიანობისთვის, რასაც თავდაუზოგავად ეწევიან ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენის საქმეში და ვუსურვოთ ახლო მომავალში მოღვაწეობა აფხაზეთში.







































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions