სამეცნიერო სემინარი - „საუნივერსიტეტო დიპლომატია-რბილი ძალა“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში მორიგი სამეცნიერო სემინარი ჩატარდა თემაზე „საუნივერსიტეტო დიპლომატია-რბილი ძალა“.

 

მთავარ თემაზე მოხსენება გააკეთა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც დიპლომატიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა და არაერთი საგულისხმო მოსაზრება გააცნო სამეცნიერო სემინარის მონაწილეებს.  ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიისა და ქართულ მეცნიერებაში  აფხაზოლოგიის ადგილზე მოხსენება გააკეთა ცნობილმა მეცნიერმა თეიმურაზ გვანცელაძემ. ტვ.24 გენერალური დირექტორის მოადგილემ ბადრი ნაჭყებიამ ისაუბრა ქვეყნის პრიორიტეტების სასარგებლოდ უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებების შესაძლებლობებზე, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით.

სემინარის მთავარი თემის „საუნივერსიტეტო დიპლომატია-რბილი ძალა“ ირგვლივ ცნობილი მეცნიერების მიერ არაერთი კვლიფიციური მოხსენება იყო  წარმოდგენილი.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.






























































































 















































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions