აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9 იანვარს, თბილისის საკრებულოს სააქტო დარბაზში საზეიმოდ მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც გათვალისწინებულია ერთობლივი კოორდინირებული საქმიანობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შორის.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ თიკა სვანიძე ვენკომ.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions