უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

29 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

 

სხდომას  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია უძღვებოდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე დავით გვაძაბია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა,  საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები ზურაბ ჯგუბურია, ჯემალ საჯაია, ასევე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.

 

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიში წარიმართა.


ბეჭდვა