დღეს საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ ორ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭირა მხარი

ორივე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონში ცვლილება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს უფლებამოსილებას ანიჭებს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

 

დღესვე პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ მეორე კანონპროექტს - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და ამავე ნიშნით განადგურების განსაზღვრა ხდება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საერთაშორისო სამართლებრივ გამოცდილებაზეც მიუთითა.

 

კანონპროექტი ითვალისწინებებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც.

 

იხილეთ ლინკი:

ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა - 05.10.2021წ.

https://youtu.be/IGDQev0viRU

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions