problems clearing cache file /home/scaragov/domains/scara.gov.ge/public_html/cache/refTableSQL/49b5727bbc1d3a7405ace2ffc61f13bd SCARA - თამაზ ხუბუა: „კარასინთან შემდგომი შეხვედრები კატეგორიულად დაუშვებელია!“
error
  • JFTP::delete: Bad response
თამაზ ხუბუა: „კარასინთან შემდგომი შეხვედრები კატეგორიულად დაუშვებელია!“

„არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთის პრობლემაზე ნებისმიერი ფორმატის შეხვედრების, მოლაპარაკებების, დისკუსიის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მსგავს შეხვედრებზე თბილისის ოპონენტთა მხარის თვისობრივ შემადგენლობასთან უაპელაციო შემგუებლობას. კარასინ-აბაშიძის ფორმატისადმი დიდი ენთუზიაზმი არასოდეს გამომიჩენია კარასინის, როგორც რუსული ,,დერჟიმორდა-ველიკოდერჟავული" კლანის პირწავარდნილი წარმომადგენლის გამო (თუმცა რუსულ ისტშებლიმენტში ვერ მოვძებნით მისგან განსხვავებულ ვერცერთ სხვა ე.წ. მოღვაწესაც)“.

 

ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“.

თამაზ ხუბუა აქვე დასძენს, რომ: „კარასინთან შემდგომი შეხვედრები კატეგორიულად დაუშვებელია! ამის გათვალისწინება მართებთ ბატონ აბაშიძესაც და ცენტრალურ ხელისუფლებასაც!

„კარასინს და მისთანებს ღმერთმა ,,ხელი მოუმართოს" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამღიარებელთა ძებნაში (დღემდე ეს, რატომღაც, არ გამოსდით - 200 ქვეყნიდან მხოლოდ 3 გაჭირვებული ქვეყანა იყიდეს ამ მიზნისთვის). საქართველო, გახსოვდეს აფხაზეთი!“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions