დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

18 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს ეროვნული გმირების გურამ გაბისკირიას მეუღლეს ჟანა გებესკირიას და გენო ადამიას ვაჟს ელგუჯა ადამიას უმასპინძლეს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ: "ჩვენ სურვილია პატივი მივაგოთ არამარტო წასულ ადამიანებს, არამედ ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს და დავუდასტუროთ მათ პატივისცემა. თქვენ ხართ გმირი ოჯახის წევრები, თქვენც მიგიძღვით წვლილი მათ გმირობაში. ოცდაათმა წელიწადმა აჩვენა, არავითარი დამოუკიდებლობა აფხაზებს არ აქვთ და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში დაბრუნდება არამარტო ჩვენი შვილების, არამედ ჩვენი თაობაც და იქ კვლავ აღდგება ის სილამაზე და ურთიერთობები, რაც მას  ჰქონდა".

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და აპარატის უფროსი ზურაბ მებონია. ვახტანგ ყოლბაია გულთბილად მიესალმა მოწვეულ სტუმრებს და მადლობა გადაუხადა მათ ყველაფრისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღეები, ის მძიმე წუთები და მოვლენები, რისი მონაწილე და თვითმხილველიც იყვნენ.

დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საქართველოს ეროვნული გმირების გურამ გაბესკირიას და გენო ადამიას ოჯახის წევრებს განსაკუთრებული ეროვნული და საზოგადოებრივი პოლიტიკური პოზიციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები გადასცა.







































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions