ჯემალ გამახარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომას დაესწრო

 

15 მარტს საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

სახელმწიფო მინისტრმა, დახურულ სხდომაზე, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

დახურულ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions