ელგუჯა გვაზავა: ”ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატებაა”

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, მორიგ ყოველთვიურ ინტერვიუში, მაისის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს.

 

ბატონო გია, მაისში ცივილიზებული სამყაროს ყურადღება მიპრობილი იყო ნატოს  ჩიკაგოს სამიტისკენ, რომელსაც აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა უწოდა ბოლო ნატოს სამიტი, რომელზეც არ მოხდა გაფართოება.

 

– დავიწყოთ იმით, რომ ნატოს სამიტი ფაქტობრივად იყო ტრიბუნა, სადაც წამყვანი ქვეყნები საქართველოს ჭირ–ვარამზე მსჯელობდნენ და სხვადასხვა გზით გამოხატავენ თანადგომას. ამას გარდა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნატოს სხდომაზე საქართველოს მოხსენიება ასპირანტი ქვეყნის სტატუსში, ანუ ძნელი მისახვედრი არაა, რას უნდა წარმოადგენდეს შემდეგი ეტაპი ასპირანტისთვის...  ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან, ან გნებავთ, ორიოდე კვირის შემდეგ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ქალბატონი კლინტონის ჩამობრძანება ჩვენს ქვეყანაში – ვფიქრობ, ხმამაღალი განცხადებაა იმისა, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები, ჩვენ გვყავს, ასე ვთქვათ,  „პატრონი“. ეს დიპლომატიური წარმატებაა.

 

ასპირანტი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი ისე, რომ შეინარჩუნოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები?


მსოფლიოს ახსოვს ისეთი პრეცედენტი, როცა ალიანსის წევრი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაკავებული ჰქონდა სხვა ქვეყანას. აი, მაგალითად, გერმანია, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო დასავლეთი ნატოს წევრი იყო, დღეს იქ სულ სხვა სურათია... მსოფლიო თანმეგობრობა გამუდმებით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მათ საქართველო სჭირდებათ, როგორც ერთიანი, ძლიერი და პერსპექტიული პარტნიორი ქვეყანა... შიში იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიების გამო არ მოხდება, უსაფუძვლოა.

 

2008 წლის რუსულ აგრესიამდელ პერიოდთან დღეს ბევრ პარალელს პოულობენ (არჩევნები, სამხედრო წვრთნები ოუპირებულ ტერიიტორიებზე). მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსული აგრესიის გამეორების რეალური საფრთხე არსებობს შემოდგომაზე?


პარალელი შეიძლება არის, მაგრამ საშიშროება არა. როგორ გგონიათ, აგვისტოში რუსული აგრესია რამ შეაჩერა? კრემლი ნაცადი საბჭოური ხერხებით ცდილობდა საქართველოში „შემოსვლას“, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა აშშ–ს ეკუთვნოდა.

 

თუმცა კრემლი მუდმივად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ანგარიშს არ უწევს არავის, მათ შორის არც აშშ–ს, როცა საქმე რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.


არ დაიჯეროთ! ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიჯია, ისიც ხელოვნურად შექმნილი!

 

ევროსაბჭოს ანგარიშში (საქართველოში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ) არის მოწოდება გაუქმდეს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ეს?


– მე პირადად ეს დიდ არასერიოზულობად მიმაჩნია. განვმარტავ მათთვის, ვისაც აღიზიანებს სიტყვა „ოკუპაცია“ და „კანონი“: – როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, გარწმუნებთ, ჩვენი პოლიტიკური ლექსიკონიდანაც გაქრება ეს ტერმინიცა და შესაბამისად მიღებული კანონიც.

 

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, კოსოვო კი არა!“ არ არის გამორიცხული, რომ სერბეთმაც აღიაროს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც.


გასაკვირი სწორედ ისაა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემა, ეს პოზიცია დაიკავა... სხვათა შორის, კოსოვოს დამოუკიდებლობა სქართველოს არ უღიარებია, ჩვენ გავემიჯნეთ ამ პროცესს... ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. როგორც მე ვიცი, რომ სერბეთს ისედაც ჰქონდა რუსეთის ვალი (ზუსტ ციფრებს ვერ დავასახელებ),  კრემლმა უფრო დიდი თანხა შესთავაზა. ალბათ რაღაც გარიგება მოხდა.... რომც აღიაროს სერბეთმა, არ ექნება ამას დიდი მნიშვნელობა. ასე რომ, ამ ფაქტის გაზვიადება არ ღირს.

 

როგორ ფიქრობთ, იქნება შედეგიანი აშშ–ს სახელმწიფო მდივნის შეთავაზება –ნეიტრალური სტატუსის მქონე საბუთები აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს, რისი მეშვეობითაც მათ შეეძლებათ მოგზაურობა და სწავლა აშშ–ში.


ნეიტრალური საბუთები საქართველოს ფარგლებში დიდი ხანია ამოქმედებულია. აფხაზები ამ საბუთებით მოდიოდნენ საქართველოში და სარგებლობდნენ საქართველოს მოქალაქის უფლებებით და შეღავათებითაც კი. დღეიდან კი მათ მთღელი ევროკავშირისა და ამერიკის ქვეყნებში უპრობლემოდ გადაადგილების საშუალება ეძელევათ. მართალია, ეს არის შემრიგებლური ჟესტი კონფლიქტურ მხარეებთან, მაგრამ იმავდროულად ვეუბნებით, რომ რუსული სახადი დიდი ხანია მოიხადა მთელმა რიგმა ქვეყნებმა და დროა ერთად გადავიდეთ დასავლურ ღირებულებებზე. დე ფაქტო მინისტრები უწინაც კრიტიკულად უყურებდნენ მსგავს პოლიტიკურ პროცესებს და არც ამჯერად შეიცვლებიან, მაგრამ ჩვენ  ხომ ვიცით, რომ ეს კრემლის გამოძახილია.  არა უშავს, იყოს ჯერ ასე. მთავარი ისაა, რომ აფხაზი, რომელსაც აფხაზეთში არანაირი პერსპექტივა არა აქვს, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაბედავს და ამ შანსს გამოიყენებს, მიხვდება, რომ საქართველოს წყალობით, ქართველების დახმარებით და მხოლოდ საქართველოსთან ერთობით გააგრძელებს ფხაზი ეთნოსი ცხოვრებას განვითარებულ სახელმწიფოში, რაც ახლა მათთვის ფუფუნებას წარმოადგენს.

 

ბატონო გია, ამ სტატუსით არ უნდა სარგებლობდეს აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა?


მოდით, საკითხს ასე ნუ დავაყენებთ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ლომს ხახიდან გამოვტაცოთ  ჩასაყლაპად გამზადებული „ლუკმა“, თუნდაც  გადამეტებული „მოფერებით“, რასაც მე, მაგალითად, დიპლომატიას უფრო დავარქმევდი. 20 წლის წინ აფხაზეთიდან განდევნილ ქართველებს დღეს ვერც კი გამოარჩევ დანარჩენი საზოგადოებისგან. არადა, ხომ გახსოვთ, როგორც იყო.... შემოფლეთილი ტანსაცმლით ჩამოაღწია ხალხმა სვანეთის უღელტეხილიდან.... ახლა სხვა პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი და მე მწამს, რომ ამასაც დავძლევთ.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions