აფხაზეთში ომის დაწყებიდან 20 წელი შესრულდა

 

აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული ომის 20 წლისთავზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილების გვირგვინით შეამკეს თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი.

 

”1992 წლის 14 აგვისტო ერთნაირად მტკივნეულია როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ხალხისთვის. ეს იყო რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა, საშიში პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება წამოეგო. მინდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო 14 აგვისტო, იქნებოდა სხვა ნებისმიერი დღე, რუსეთს რამდენიმე გეგმა ჰქონდა აფხაზეთში ომის გასაჩაღებლად და შემდეგ მის წასაგლეჯად» - განაცხადა ელგუჯა (გია) გვაზავამ  ჟურნალისტებთან საუბარში.

 

« ეს დღე უახლესი ქართული ისტორიის ერთ–ერთი ტრაგიკული და სამარცხვინო თარიღია. სამარცხვინო იმიტომ, ვერც ქართველი და ვერც აფხაზი ხალხი ვერ გაუფრთხილლდა წლების განმავლობაში არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რაც რუსეთის მიერ გაღვივებულმა შუღლმა დაანგრია. სამწუხაროდ, დღეს ამ ურთიერთობების აღდგენის ყველანაირი მცდელობა იმავე რუსეთის მიერ შექმნილ ხელოვნურ ჩიხშია მოქცეული და ყველანაირად  ხელს უშლის ქართველთა და აფხაზთა შერიგებას, იმავდროულად აფხაზებს ბუტაფორიულ დამოუკიდებლობას ჰპირდება, სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირის განახლებაზე ოცნებობს” - აღნიშნა  აფხაზეთის აუმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions