გაიმართა აფხაზეთის პროფკავშირების კონფერენცია

 

გაიმართა აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების IX საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია. გაერთიანების მიერ  2008-2012 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა მისი თავმჯდომარე შალვა წულეისკირი.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოსული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას თქმით, მისასალმებელია, რომ დღეისათვის პროფკავშირებმა მეტ-ნაკლებად აღიდგინა თავისი ფუნქცია, მაგრამ საჭიროა მისი საქმიანობის შემდგომი დახვეწა, ეფექტურობის გაზრდა. მან პოზიტიურად შეაფასა ხელისუფლების მხრიდან ”შრომის კოდექსისა” და საქართველოს პროფკავშირების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში შედგება უახლოეს დღეებში, აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთის პროფკავშირების უფრო აქტიურად ჩართვა ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობაში.

 

კონფერენციის დელეგატმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარემ ჯონი ლატარიამ პროფკავშირების გაერთიანების მუშაობა დადებითად შეაფასა, აღნიშნა, რომ მისი შემოწირულობებით მრავალი დახმარება გაეწია პირველ რიგში, დაბალხელფასიან თანამშრომლებს, ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, მან აქვე  ხაზი გაუსვა პროფკავშირების დევნილ ხელისუფლებასთან შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობას.

 

კონფერენციის დელეგატებმა პროფგაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს შალვა წულეისკირი.

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions