1993 წლის 15-18 მარტს სოხუმის მისადგომებთან განხორციელებული წარმატებული საბრძოლო ოპერაციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ინიციატივით 2013 წლის 16 მარტს შესაბამისი ღონისძიებები გაიმართება:
12.00 - გმირთა მოედანზე სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილების გვირგვინებით შეამკობენ;
14.00 - მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში“ 15-16 მარტის საბრძოლო ოპერაციის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება;
19.00 - აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების მოსახსენიებელ პანაშვიდს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაიხდიან.