კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.
კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი საკითხის განსახილველად გატანას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს წევრები ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია, ელგუჯა გვაზავა.
სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.