აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ
სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა
ძირითადი ყურადღება სამინისტროში არსებულ პროგრამებზე გაამახვილა და მის მიზნებსა და
შედეგებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე
სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაძე
წარდგა. მან სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა.
ღონისძიების
ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა
სამინისტროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
ანგარიშის
წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,
თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა,
აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა
და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.