მიმდინარე წლის 26 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

სესიის დახურვამდე დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების (2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი) შესახებ“ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის შედეგების თაობაზე.

საკითხზე მოკლე ინფორმაცია წარმოადინა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.    

კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, მან საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, საშემოდგომო სესიის ფორმატში, სექტემბრის დასაწყისში განაახლებს.

გალერეა

სხვა სიახლეები