მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის - “აფხაზეთი ჩვენი” პრეზენტაცია გაიმართა.  კრებული, რომლის ავტორი და რედაქტორი სოხუმელი პოეტი ნინო მირცხულავაა, აერთიანებს აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ ლექსებს, ჩანახატებსა და მოგონებებს.

ღონისძიებაში გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ის  პოეტები და მწერლები, რომელთა ლექსები და ჩანახატები შესულია კრებულში “აფხაზეთი ჩვენი”.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში  და მადლობა გადაუხადა ნინო მირცხულავას გაწეული შრომისთვის.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე დინარა დარსალია,  ქართველი პოეტები, მწერლები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

გალერეა

სხვა სიახლეები