მიმდინარე წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ჟიული შარტავას საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში მდებარე მონუმენტთან „საქართველოსთვის“, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირბული მემორიალური ღონისძიება გაიმართა.

1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომლებთან და დაცვის წევრებთან ერთად ტყვედ აიყვანეს, აწამეს და დახვრიტეს.  ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა,  დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და  მეგობრებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა სულებისადმი მიძღვნილი მემორიალი „საქართველოსათვის“.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გაიხსენეს ის ტრაგიკული დღეები, როცა სოხუმი დაეცა და ჟიული შარტავა თავის თანამებრძოლებთან ერთად შეეწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა, ჟიული შარტავას მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.

მომირიალურ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ზურაბ ჯგუბურია, თემურ მჟავია,  მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტის, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები, ვეტერანები, ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების ოჯახის წევრები და მეგობრები.

ღონისძიებაში გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ჟიული შარტავას სახელობის ქ.თბილისის N64 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  


 




გალერეა

სხვა სიახლეები