2 ოქტომბერს გაგრის დაცემის დღიდან 33 წელი შესრულდა.
1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებულ
ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა
და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა,
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო საქმეების სამსახურის დირექტორმა ჯანდრი უბირიამ, ვეტერანებმა და დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა
პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავგანწირული მეომრების ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.