27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და მომსახურების
სააგენტოს ორგანიზებით მოკლემეტრაჟიანი ფილმის
- “სოხუმის ფეხბურთელი მერი” ჩვენება გაიმართა,
რომელიც სოხუმის დაცემის დღეს გმირულად დაღუპულ ქალაქ სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას
ეძღვნება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა იძულებით
გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს
და გურამ გაბესკირიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო კომუტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა,მომსახურების სააგენტოს დირექტორმა
ავთანდილ ქარაიამ, გენერალ-მაიორმა დავით გულუამ,
ფილმის რეჟისორმა ენემეო სიდიანმა. ღონისძიებას ჟურნალისტი და ფილმის სცენარის ავტორი
ნანა ქარდავა უძღვებოდა.
ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანები,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები.