25 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების უმაღლესი საბჭოს მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  ჯილდო - მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გადასცა. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. დაჯილდოებულებს  მადლობა გადაუხადა  გაწეული ღვაწლისთვის და თითოეული მათგანის  დამსახურებაზე ისაუბრა.

 

დაჯილდოებულებს ასევე მიულოცეს და წარმატება უსურვეს შემდგომ საქმიანობაში თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ,   იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდნენ:

 

ნინო მირცხულავა - მწერალი, პუბლიცისტი, აფხაზეთის შესახებ წიგნებისა და სიმღერების ავტორი, ქართული სასიმღერო ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

მარიამ ცქვიტინიძე - კომპოზიტორი, მომღერალი, პოპულარული სიმღერის „აფხაზი ვარ“ ავტორი და შემსრულებელი, ქართული სასიმღერო ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

 

ირმა არავიაშვილი - კომპოზიტორი, მომღერალი, პოპულარული სიმღერის „აფხაზი ვარ“ ავტორი და შემსრულებელი, ქართული სასიმღერო ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

 

გალერეა

სხვა სიახლეები