მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოება გაიმართა.

მოწვეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: სპორტსმენები, მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, სახელმწიფო მოხელეები.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო და წარმატებულის სიგელები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გადასცეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.

  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღებაზე საპატიო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ:

 

რეზი დანელია - საქართველოს U-19 ნაკრების და თბილისის «დინამოს» 19 წლამდელთა გუნდის ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი, 2023 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბრთელი 17 წლამდელთა შორის 

ნათია დანელია -  საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთერთი წამყვანი წევრი, 2023 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2018, 2025), 2018 წლის ევროპის განვითარების თასის მფლობელი U-16 ფეხბურთელებს შორის, 2021 წლის უზბეკეთის სუპერთასის გამარჯვებული

ანა ჩემინავა - საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი; საქართველოს, ლიეტუვის, თურქეთისა და უზბეკეთის კლუბების ყოფილი წამყვანი მოთამაშე, ამჟამად თელ-ავივის „ჰაპოელის“ კაპიტანი

ნინო სორდია -  საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 

ბარბარე ბებუა -  წარმატებული ტანმოვარჯიშე, ბოლო წლებში მხატვრულ ტანვარჯიშში თბილისში, ბათუმში, ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, 2025 წელს დუბაიში გამართული საერთაშორისო ტურნირის Gymnastika Cup 2025 წლის ჩემპიონი 

სანდრო ბებუა -  Extreme Fest-ის მიერ ორგანიზებული ექსტრემალური ველოსპორტის BMX-ის პრიზიორი 2024-2025 წლებში, საქალაქთაშორისო შეჯიბრებების წარმატებული მონაწილე 

ნუგზარ ბოჯგუა - ვეტერანი ფეხბურთელი, სპორტის ოსტატი, საფეხბურთო კლუბის ,,ცხუმი’’ უფროსი მწვრთნელი-მენეჯერი 

მაყვალა ბერიანიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისათვის, აფხაზეთის თემაზე მრავალი პუბლიცისტური ნაშრომების გამოქვეყნების და ნაყოფიერი ჟურნალისტური საქმიანობისთვის 

გივი ეზუგბაია -  გალის რაიონის სოფლის მეურნეობის  განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის

შალვა ტურავა - სასამართლო სისტემაში ნაყოფიერი შრომისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის, 

რევაზ ქარდავა -  აფხაზეთში 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის,  მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის, აფხაზეთის დევნილ ომის ვეტერანებზე სისტემატიური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, ომის მონაწილე, მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის  მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის ყოფილი  თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ამჟამინდელი თანამშრომელი 

რეზო ქობალია -  სახელმწიფო სტრუქტურებში აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, საზოგადოება „ოჩამჩირის“ ხელმძღვანელი 

გივი გვასალია - აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელ სტრუქტურებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის 

გიორგი კვარაცხელია - ჯანდაცვის სფეროში ნაყოფიერი მუშაობისათვის,  აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის, აფხაზეთის ომში  სამხედრო-სამედიცინო სამსახურში გამოჩენილი პროფესიული თავდადებისათვის,  კლინიკა „ჯერარსის“ ნეიროქირურგი 

მაყვალა (მაკა) გვალია - აფხაზეთის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების კვალიფიცირებული სამედიცინო მომსახურების სფეროში გამოჩენილი განსააკუთრებული ღვაწლისთვის, აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციისთვის, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი 

ხათუნა ჩიტაძე - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების კვალიფიცირებული სამედიცინო მომსახურების სფეროში გამოჩენილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციისთვის, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 

ლია ჯანელიძე - აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული მოქალაქეების კვალიფიცირებული სამედიცინო მომსახურების სფეროში გამოჩენილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციისთვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი, ცენტრის უფროსი ანესთეზიოლოგი და ექოკარდიოგრაფი, მედიცინის დოქტორი 

ლელა გრიგოლია - ჯანდაცვის სფეროში ნაყოფიერი მუშაობისთვის,  აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, სარეაბილიტაციო ცენტრი ,,მზია შენგელიას კლინიკის”  ხელმძღვანელი, ექიმი- ნევროლოგი   

თამუნა ხურცილავა - ჯანდაცვის სფეროში ნაყოფიერი მუშაობისთვის,  აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის უფროსი ექიმი 

ნატო ტყეშელაშვილი - ჯანდაცვის სფეროში ნაყოფიერი მუშაობისთვის,  აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული ფსიქიატრიული დეპარტამენტის ექიმი 

დოდო გრიგოლია - ჯანდაცვის სფეროში ნაყოფიერი მუშაობისთვის,  აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი 

გურამ ლეფსაია - აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სტუდენტი, ლატვიის მეცნიერებათა დარგში საუკეთესო სტუდენტთა შორის დასახელებული, ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის


გალერეა

სხვა სიახლეები