![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhXyi38jGHE8xSh_7WDXkyS2Xo3t4roEupjghMXNIWPhfVUpCWsaA9vyZBI3cysQR7HnAQMLi7FIroJ2QVoFTgdq4Ppd2Ypkt3QD8H3tvK-VVK2WPNypMYQJMFi33LacImLLOmMCOrpyN0jJyTPzgQ0OVvU3b__1_752-gktJ8xu3rYsSUNEiWz80BDucBb/w200-h124/davith-aghmashenebeli.jpg)
დღეს, 8 თებერვალს, ქართული
ეკლესია პატივს მიაგებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო
მოღვაწის, წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით IV აღმაშენებლის ხსოვნას. დიდი მეფის
მრავალი დამსახურებიდან უმთავრესი - დამპყობთაგან საქართველოს განთავისუფლება და ქვეყნის
გამთლიანებაა. ისტორიული „ძველი ლაზიკიდან“ ანუ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული
საქართველოს ორგანული ნაწილი გახლდათ აფხაზეთიც. მემატიანემ შემოგვინახა ცნობა დავით
IV აღმაშენებლის აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე,
კერძოდ, ბიჭვინთაში ჩასვლის შესახებ: „ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინტამდე და განაგნა საქმენი
მანდაურნი, ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრა და წუართნა“. იგივე ცნობას
ვახუშტი შემდეგი სიტყვებით იმეორებს: „ჩავიდა მეფე ბიჭვინტას, განაგნო მუნებურნი, შემცოდენი
სტანჯა და ერთგულთა პატივ-სცა“.
ვულოცავ სრულიად საქართველოს
დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს. გვფარავდეს მისი მადლი.