საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სხდომაზე
კომიტეტმა მ/წლის 10 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით
- მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი, რომლის ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოა, ეხება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს
იმ შემთხვევაში, თუკი საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ოჯახის
წევრი გარდაიცვალა. კანონპროექტი სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ
წარადგინა.