25 აპრილს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფაზისის
აკადემიის XXV სამეცნიერო სესია გაიმართა. სესიას ხელმძღვანელობდა ფაზისის აკადემიის
პრეზიდენტი, პროფესორი, დოქტორი გია კვაშილავა.
დამსწრე
საზოგადოებამ მოისმინა აკადემიის სწავლული მდივნის ეკა კარტოზიას მოხსენება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს
განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის,
ფაზისის აკადემიის წევრის ზურაბ ხონელიძის შესახებ. ქალბატონმა ეკამ მის თანამდებობრივ
და საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე, დამსწრე საზოგადოების წინაშე ზურაბ ხონელიძემ
წაიკითხა მოხსენება თემაზე “საქართველო და გარე სამყარო”. მან ხაზი გაუსვა საქართველოს
რეგიონულ მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა საქართველოს, განსაკუთრებით კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელოვან
როლზე სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებაში.
მოხსენების შემდეგ მომხსენებელმა დასმულ კითხვებს
უპასუხა. სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ
პროფესორი ბადრი ნაჭყებია, ფილოლოგი, მთარგმნელი თეიმურაზ ჭოჭუა, პროფესორი რაულ ცერცვაძე, ფაზისის აკადემიის წევრი
ეკატერინე სოხაძე, გენერალ-მაიორი დავით გულუა,
გიორგი ოძილაური.
სამეცნიერო სესიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია,
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ფაზისის აკადემიის წევრები, გამოჩენილი ისტორიკოსები,
მეცნიერები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.