5 ოქტომბერს თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით დაღუპულ სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. სათანადო ლიტურგია იმავე ეკლესიის წინამძღვარმა  დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ შეასრულა.

პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები ჯემალ გამახარია, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი,  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.

გალერეა