დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 26 დეკემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 16 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ზესტაფონში არიან განსახლებული. 

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა. 

დევნილებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე. ვახტან ყოლბაიას განცხადებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. 

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გალერეა

სხვა სიახლეები