საქართველოს პარლამენტის სასახლეში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია  გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.

“თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება – ერთიან და ძლიერ საქართველოში.”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  მთავრობის თავმჯდომარეები, თბილისის მერი კახა კალაძე,  საკრებულოს წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.




სხვა სიახლეები