27 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა მიმართა.

საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქეთევან ლომთათიძის ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მკვლევარმა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ზაურ ლომთათიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტომა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

კონფერენციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები