4
ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ვალერი
არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას ორგანიზებით
შემოქმედებითი საღამო „აფხაზეთის მარგალიტები“ გაიმართა.
ღონისძიების
მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მაყურებლის წინაშე აფხაზეთისადმი მიძღვნილი
სიმღერებით, ლექსებით, ცეკვებითა და ნახატებით წარსდგნენ.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან
მადლობა გადაუხადა ორგანიზატორსა და მონაწილეებს და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე
ისაუბრა.
ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის
წევრი, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის
უფროსი რეზო სულუხია, მხატვარი ზაალ სულაკაური, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე
დინარა დარსალია და დევნილი საზოგადოების წევრები.