მიმდინარე წლის 4 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა განიხილეს ერთადერთი საკითხი „ლევან მგალობლიშვილის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-12
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა
საბჭომ პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მიიღო
დადგენილება ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.