მიმდინარე წლის 3 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია
უძღვებოდა.
პრეზიდიუმის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის
ლევან მგალობლიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხი განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-12
მუხლის პირველი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის
115-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს პრეზიდიუმმა მიმართა საქართველოს მთავრობას, პირადი განცხადების საფუძველზე
ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად.