3 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე ჯემალ გამახარიამ სტუდენტებისთვის აფხაზეთის შესახებ  ლექცია წაიკითხა. მათ  ომამდელი და ომის შემდგომი უმაღლესი საბჭოს სტრუქტურები  გააცნო და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისათვის  საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნევლობაზე ისაუბრა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ლექციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამომწურავად გასცა პასუხი სტუდენტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ომარ არდაშელია და აპარატის უფროსი სპეციალისტი ნატალია სააკაშვილი.

გალერეა

სხვა სიახლეები